7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებს 8005 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ CNN პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ცნობით, მსხვერპლთა 73% ბავშვები, ქალები და ხანდაზმულები არიან. საომარი მოქმედებების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა კი 200 000-ს აჭარბებს.