საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მსოფლიოს ბანკის ერთობლივი „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის“ (GRAIL) პირველი ხელშემწყობი მისია. ვიზიტის ფარგლებში, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განსახორციელებელი სამუშაოები დაიგეგმა. აღნიშნული გეგმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისთან, GRAIL-ის ხელმძღვანელ რანუ შინჰასთან და პროექტის თანახელმძღვანელ იან ნიჯჰოფისთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
„მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება. მაქსიმალურად ეფექტიანი შედეგის მისაღებად, ერთობლივი მუშაობა აუცილებელია. დაინტერესება ორივე მხრიდან ძალიან მაღალია და საუკეთესო შედეგის მისაღწევად ყველა წინაპირობა არსებობს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა ყურადღება გაამახვილა მხარეებს შორის ეფექტიან კოორდინაციაზე და აღნიშნა, რომ „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი“ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებების მომტანი იქნება.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.