logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: დეპოლარიზაცია არის საქართველოს მომავალი - წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას გაუჭირდება არსებობა
- +

30 ოქტომბერი. 2023. 10:32

 

 

„დეპოლარიზაცია არის საქართველოს მომავალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას გაუჭირდება არსებობა“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

„ამ თაობის პოლიტიკოსებში ამას ვერ ვხედავ, პერსპექტივასაც ვერ ვხედავ უახლოესი პერიოდის, იმიტომ რომ ეს გააფთრებული შეტევა „ქართულ ოცნებაზე“ განპირობებულია გარკვეული სტრატეგიული გეგმით, რომელსაც არა და არ ცვლიან და ამ გეგმას ჰქვია რევოლუციური გეგმა. რევოლუციური კომიტეტი ვერ შეცვლის თავის გეგმას. დეპოლარიზაციიდან გამოდის ყველაფერი, ყველა მიმართულება, რომელიც ჩამოყალიბდა რადიკალურ ოპოზიციაში და მათთან დაკავშირებულ სხვადასხვა პარტიებში, რომლებიც პრაქტიკულად შეადგენენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დაპირისპირების თუ მწვავე კრიტიკის პირობებში ვიმუშაოთ ისე, როგორც პარლამენტს შეშვენის. და არ ვიფიქროთ იმაზე, რომ დესტაბილიზაცია არის ის თემა, რომელიც საქართველოს მოუხდელ ჭირად დაებედა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner