logo_geo
eng_logo
კასპში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა დაიწყო
- +

30 ოქტომბერი. 2023. 10:51

 

 

კასპის მუნიციპალიტეტში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

ქალაქში, რუსთაველის ქუჩაზე, ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა დაიწყო, რომლის პირველი ეტაპის სამუშაოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველ მოადგილესთან დავით ქისიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად გაეცნო.

 

პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას შპს „დანი ქონსთრაქშენი“ ახორციელებს.

 

კასპის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 9 ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობაა დაგეგმილი, მათგან ნაწილი დასრულებულია, ნაწილის მშენებლობა კი მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner