logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი უკმაყოფილებას გამოთქვამს ქართული „არასრულყოფილი“ სასამართლოს მიმართ, ალბათ მხედველობაში აქვს ის „ბარბაროსული" წესი, როდესაც „რეტროგრადული“ ქართული კანონი ოჯახის წევრის წინააღმდეგ სავალდებულო ჩვენები
- +

30 ოქტომბერი. 2023. 10:53

 

 

ამერიკული მართლმსაჯულების ხარვეზებზე საუბრობს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამის მაგალითად აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილის ივანკა ტრამპის ჩვენების მისაცემად გამოძახება მოჰყავს.

 

„მასტერ-კლასი“ ჩაატარა ამერიკულ„ სანიმუშო“ სასამართლო-პროცესუალურ სისტემაზე ბრიტანულმა გამომცემლობა „The Times“-მა: ნიუ-იორკის სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა ვალდებულია (!), მამის, ძმისა და საოჯახო ბიზნესის წინააღმდეგ ჩვენებები (!!) მისცეს საქმეზე, რომელიც იძიებს 250 მილიონი დოლარის თაღლითური გზით მითვისების სქემას.

 

თავად ივანკა ტრამპი რამდენიმე თვის წინ ამორიცხეს ბრალდებულთა სიიდან და მოწმეთა სიაში გადაანაცვლეს. საინტერესოა ამ „სანიმუშო“ მართლმსაჯულების სისტემაში ივანკა ტრამპის ადვოკატების პოზიციაც: იმას კი „აწვებიან“, თუ როგორ ან რატომ უნდა მისცეს მან ჩვენება საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ, არამედ არგუმენტად მოჰყავთ ის ფაქტი, რომ ივანკას საოჯახო ბიზნესთან შეხება 2017 წლის შემდეგ არ ჰქონია, თანაც იგი დიდი ხანია აღარ ცხოვრობს ნიუ-იორკში.

 

მიუხედავად ამისა, სასამართლო აიძულებს მას ჩვენების მიცემას, ვინაიდან წარსულში მას „მაღალი როლი ეკავა კომპანიაში". ამჟამად ეს სასამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრებულია, თუმცა ადვოკატების აპელაციის დაკმაყოფილების შანსი „სანიმუშო“ ამერიკულ სასამართლო-პროცესუალურ სისტემაში მინიმალურია.

 

ასე რომ, დიდი ალბათობით პირველ ნოემბერს ივანკა ტრამპი წარდგება სასამართლოს წინაშე საკუთარი მამისა და ძმების თაობაზე ჩვენებების მისაცემად,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

 

ამ მაგალითის მოყვანით დავით ქართველიშვილი ამერიკულ „ბარბაროსულ“ წესს ქართულ „რეტროგრადულ“ ნორმას ადარებს.

 

„როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მენტორული ტონით უკმაყოფილებას გამოთქვამს ქართული „არასრულყოფილი" სასამართლო რეფორმის მიმართ, ალბათ მხედველობაში აქვს სწორედ ის „ბარბაროსული" წესი, როდესაც „რეტროგრადული" ქართული კანონი ოჯახის წევრის წინააღმდეგ სავალდებულო ჩვენების მიცემას არ ითვალისწინებს. მანამდე კი, მადლიერება გამოვხატოთ ჩვენი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიმართ, რომელსაც მსგავსი სიგიჟე წარმოდგენებშიც კი არა აქვს გათვალისწინებული,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner