logo_geo
eng_logo
დაღესტანში მაჰაჩყალას აეროპორტში შეჭრისა და არეულობის ფაქტზე, 60 პირი დააკავეს
- +

30 ოქტომბერი. 2023. 11:07

 

 

სამართალდამცავებმა დაღესტანში, მაჰაჩყალას აეროპორტში გამართული ისრაელის საწინააღმდეგო აქციის 60 მონაწილე დააკავეს.

 

რუსული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 150 ყველაზე აქტიური მომიტინგე. აეროპორტში მომხდარი ძალადობის შედეგად ცხრა პოლიციელი დაშავდა, ორი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

შეგახსენებთ, კვირას დაღესტანში, მაჰაჩყალას აეროპორტში მომიტინგეები მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც იქ ისრაელიდან თვითმფრინავი ჩაფრინდა. უსაფრთხოების ძალებმა აეროპორტი დროებით დახურეს და აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან გაიყვანეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner