logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ქვეყნის ნებისმიერი წარმატება ამ ხელისუფლების პირობებში ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან აღიქმება როგორც მათი პირადი წარუმატებლობა
- +

30 ოქტომბერი. 2023. 14:44

 

 

„არაერთხელ მხილებულია ოპოზიციის დიდი ნაწილი, საბედნიეროდ, არა ყველა, იმაში რომ ქვეყნის ნებისმიერი წარმატება/წარუმატებლობის საკითხი მათთვის ფასდება იმის მიხედვით, იქნება თუ არა ეს მათთვის ხელსაყრელი პოლიტიკურ დისკუსიაში“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

„ამიტომ, [ქვეყნის] ნებისმიერი წარმატება [ამ] ხელისუფლების პირობებში ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან აღიქმება როგორც მათი პირადი წარუმატებლობა და, აქედან გამომდინარე, მათი ღირებულებების სისტემაში მათი პირადი წარმატება უფრო მეტად ღირებულია, ვიდრე ქვეყნის წარმატება. ამიტომ, ამ ფონზე, როდესაც დილემა უდგებათ, რომ ხელისუფლება დაზარალდეს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა დაზიანდება ამ ყველაფრით, დასაშვები ხდება იმ ფონზე, თუკი ამით პოლიტიკურ ქულებს დაიწერენ“, - აცხადებს სარჯველაძე.

 

„ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა Facebook-ზე დაწერა: „მთავარი ბოდვა, რაც ამ თემაზე არსებობს, არის ილუზია, რომ კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნის დასავლურ მომავალს შეუქცევადს გახდის და რაიმე სახის დაცვაა რუსეთის გავლენის გაზრდისგან“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner