logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: იქმნება უმადურთა და მოღალატეთა კიდევ ერთი პარტია!
- +

30 ოქტომბერი. 2023. 15:40

 

 

ამას წინებზე ირაკლი კობახიძემ თქვა, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში 2024 წელსაც გაიმარჯვებს და 2028 წელსაცო. ზოგიერთ ურწმუნო თომას ემცხეთა, ეს როგორ და რანაირადო? - იკითხა მავანმა. რამდენიმე მათგანი უმალ დავამშვიდე - „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში 2032 წელსაც გაიმარჯვებს და 2036 წელსაც. შემდეგ კი ხელისუფლებაში მოვა ახალი თაობა ახალი სახელწოდებით, რომელიც „ქართული ოცნების“ წიაღიდან იქნება აღმოცენებული-მეთქი.

 

***

რა მაძლევს იმის საფუძველს, რომ ვამტკიცო, 2036 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს?

 

როგორც ამ დღეებში გახდა ცნობილი, სალომე ზურაბიშვილსა და გიორგი გახარიას თავიანთი პატრონები ახალ პარტიას აქმნევინებენ. კი მაგრამ, რა პერსპექტივა აქვთ პოლიტიკური თვალსაზრისით ამ გაქსუებულ მოღალატეებს? ხომ იმთავითვე ცხადია, რომელ პარტიაშიც უმადურები და მოღალატეები „იუმფროსებენ“, წევრებადაც უმადურები და მოღალატეები უნდა შეიყარონ - მაგალითად, ნინო ლომჯარია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააომბუდსმენა, დაბანა, ჩააცვა, დაახურა და ბეწვიც დაუბწკვინა... როგორც ავი ენები ამბობენ, შემდეგი  იქნება ვიქტორ ყიფიანი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა ადვოკატობა ანდო, მაგრამ შეატყო რა დიდი ოღრაშობა, დაითხოვა.

 

ახალი პარტიის სიას ასევე დაამშვენებენ თამარ ჩუგოშვილი (ეს თავის სადაქალოსაც შეყრის, როგორც „ქართულ ოცნებაში“ გააკეთა), ეკა ბესელია (ეს გედეონა ფოფხაძეს დაიდევნებს, ყველგან ერთად „დამოღვაწეობენ“ ალაკუტა-მალაკუტასავით) და სხვა „დაპაშოლებულები“, მე თქვენ გეტვით, ცოტანი არიან თუ?!

 

***

ალბათ დამეთანხმებით, სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია საოცრად უხდებიან ერთმანეთს. თუმცა, როგორც ცნობილია, ყველა პროდუქტს შეზავებისას არ გააჩნია სასარგებლო თვისებები. მეტიც, ხშირად ნაზავი შხამადაც კი გარდაიქმნება. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ქალბატონი სალომე სიტყვა „კანალიზაციას“ დადებითი მნიშვნელობით იყენებს და იმედია, ამ შედარებასაც ცუდად არ გაიგებს - ზურაბიშვილი და გახარია ზუსტად ისე უხდებიან ერთმანეთს, როგორც შარდი და განავალი. უკაცრავად, ვიცი, ცოტა რთული წარმოსადგენია, მაგრამ სხვა გზა არ არის, სიმართლე უნდა ითქვას. განა თქვენ სხვანაირი ასოციაცია გაგიჩნდებათ, როცა მათ ერთად დაინახავთ ე.წ. პოლიტიკურ პოდიუმზე? შესაბამისად, მათი პარტიაც ისევე ჩაირეცხება 5-პროცენტიან ბარიერს ქვემოთ, როგორც ამ ორი „პროდუქტის“ ნაზავი ჩაირეცხება ხოლმე.

 

იცით, მე ის კი არ მიკვირს, სალომე ზურაბიშვილმა, გიორგი გახარიამ, ნინო ლომჯარიამ, ეკა ბესელიამ, თამარ ჩუგოშვილმა და მათთანებმა რომ პარტიის შექმნა და პარლამენტში მოხვედრა მოინდომეს, მე უფრო იმ ე.წ. პატრონებისა მიკვირს, ვინც ამ „ვოზდუხებში“ ჯერ ფულს ხარჯავს, შემდეგ კი - დროსა და ენერგიას. ვერ ვიგებ და ვერც ვერასდროს გავიგებ, თუ ფული და ენერგია გაოხრია, ეგეთ დუპლეტებში რატომ უნდა ჩადო? წადი, რა, ფერმა ააშენე, ხალხი დაასაქმე, ძროხები მოამრავლე, წველადობა გაზარდე, ფაფა მოადუღე, ჭამე, ფისი ქენი, დაიძინე... სულაც, მაწონი ჩაადედე, გაყიდე, ბიზნესი განავითარე. აბა, მელობიე სალომესა და ჩოილარ გახარიაზე „სტავკას“ რომ დებ, ნამჯა არ გიყრია თავში?!

 

ეს უცხოელები კიდე ჩვენგან დეპოლარიზაციას და დეოლიგარქიზაციას რომ ითხოვენ, რატომ ვერ ამჩნევენ, რომ ჩვენ სხვა რაღაცები უფრო გვჭირდება? სად არის მათი სიბრძნე და შორსმჭვრეტელობა? დიახ, ჩვენ, მაგალითად, დღეს „დეკანალიზაცია“ უფრო გვჭირდება, ვიდრე ზემოთ ნახსენები წვრილმანები. რა, ქართული პოლიტიკა რომ ფეკალიებისგან არის გასაწმენდი, არ მეთანხმებით? რა თქმა უნდა, მეთანხმებით და ტაშსაც კი მიკრავთ.

 

***

რამდენიმე დღის წინ ეკა ბესელიამ 5-პროცენტიანი ბარიერის დაწევა მოითხოვა. ამაზე ბევრი ვიცინე. საინტერესოა, რამდენზე უნდა დაიწიოს ბარიერმა, რომ ეკა ბესელია გადეპუტატდეს? 3 პროცენტამდე? 2-მდე? 1-მდე? 0,01-მდე? შანსი არ არი, სულაც 0,01-მდე რომ დასწიონ ბარიერი, ეკა ბესელია მაინც ვერ შევა პარლამენტში. ასევე არიან დანარჩენებიც - გაიხსენეთ, სანამ ბიძინა ივანიშვილის სურათები არ გამოჩნდა მის ბილბორდებზე, ვერა და ვერ გავათრიეთ პრეზიდენტად. რაც შეეხება „ვოზდუხა“ გახარიას, სჯობს, თავის ძაღლს მიხედოს და „ტიკ-ტოკში“ იჯღანაოს.

 

დიახ, 5-პროცენტიანი ბარიერი არ შემცირდება და ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ ნაგავი, რომელიც ბლომად დაგროვდა ქართულ პოლიტიკაში, უთუოდ ჩაირეცხება.

 

ეგ არი და გორის ციხე... საიდანაც ჩვენ მოგესალმებით 2036 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთანავე!

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner