logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ზურაბიშვილი და გახარია ზუსტად ისე უხდებიან ერთმანეთს, როგორც...
- +

30 ოქტომბერი. 2023. 13:51

 

 

„მათი პარტიაც ისევე ჩაირეცხება 5-პროცენტიან ბარიერს ქვემოთ, როგორც ამ ორი „პროდუქტის“ ნაზავი ჩაირეცხება ხოლმე“, - წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას მიერ ახალი პარტიის შექმნაზე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ წერილში.

 

„ალბათ დამეთანხმებით, სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია საოცრად უხდებიან ერთმანეთს. თუმცა, როგორც ცნობილია, ყველა პროდუქტს შეზავებისას არ გააჩნია სასარგებლო თვისებები. მეტიც, ხშირად ნაზავი შხამადაც კი გარდაიქმნება. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ქალბატონი სალომე სიტყვა „კანალიზაციას“ დადებითი მნიშვნელობით იყენებს და იმედია, ამ შედარებასაც ცუდად არ გაიგებს - ზურაბიშვილი და გახარია ზუსტად ისე უხდებიან ერთმანეთს, როგორც შარდი და განავალი. უკაცრავად, ვიცი, ცოტა რთული წარმოსადგენია, მაგრამ სხვა გზა არ არის, სიმართლე უნდა ითქვას. განა თქვენ სხვანაირი ასოციაცია გაგიჩნდებათ, როცა მათ ერთად დაინახავთ ე.წ. პოლიტიკურ პოდიუმზე? შესაბამისად, მათი პარტიაც ისევე ჩაირეცხება 5-პროცენტიან ბარიერს ქვემოთ, როგორც ამ ორი „პროდუქტის“ ნაზავი ჩაირეცხება ხოლმე“, - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner