ღაზაში ომის ესკალაციის გამო, მთელი რეგიონი ქაოსში შეიძლება აღმოჩნდეს, - განაცხადა ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ მიკატიმ.
„მე ვხედავ, რომ არის რეალური რბოლა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და ესკალაციას შორის, რადგან ესკალაცია მხოლოდ ლიბანს არ ეხება და ვშიშობ, რომ ესკალაცია მთელ რეგიონში გავრცელდება და ახლო აღმოსავლეთი ქაოსში ჩავარდება“, - განაცხადა ლიბანის პრემიერ-მინისტრმა.