logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ვერ მალავენ საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. პრაქტიკულად მათ გაჩაღებული აქვთ ახალი კამპანია „არა რუსულ სტატუსს“
- +

30 ოქტომბერი. 2023. 20:39

"ამდენი ხნის განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ ოპოზიცია აწარმოებდა აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, რაც საბოლოო ჯამში მათივე კოლეგებმა გათქვეს. ვერ მალავენ საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. პრაქტიკულად მათ გაჩაღებული აქვთ ახალი კამპანია „არა რუსულ სტატუსს“, ასე შეიძლება დავარქვათ," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ოპოზიცია ვერ მალავს საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

 

 

„მათივე კოლეგებმა პირდაპირ აღნიშნეს, რომ რეალურად ოპოზიციის წარმომდგენლები ეწეოდნენ აქტიურ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ახლა უკვე, იმ პირობებში, როდესაც თვისობრივად არის გაზრდილი კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები აღარ მალავენ საკუთარ განწყობას, ისინი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში ამ სტატუსის მიღება იქნება კონტრპროდუქტიული და ა.შ. ვერ მალავენ საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. პრაქტიკულად, მათ გაჩაღებული აქვთ ახალი კამპანია „არა რუსულ სტატუსს“, ასე შეიძლება დავარქვათ. ეს არის მათი დამოკიდებულება და მათი განწყობა ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner