"თავიდან ბოლომდე, დეტალების დონეზე ჩართულები იყვნენ ევროკომისიის, ასევე საელჩოების წარმომადგენლები ამ კანონპროექტის შემუშავებაში," - ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპონენტების განცხადებებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“კანონპროექტის შემუშავებაში ევროპელი კოლეგები ჩართულები არ იყვნენ.
„ყველა დეტალი, მათ შორის უხამსობის ნაწილშიც შესაბამისი ნორმებიც შეჯერდა ევროკომისიის წარმომადგენლებთან. კონსულტაციების რეჟიმში თავიდან ბოლომდე ყველა დეტალი შეთანხმებული იყო ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, - აღნიშნა კობახიძემ.