logo_geo
eng_logo
ევროპის მოედანზე დაგეგმილი ღონისძიების გამო, 31 ოქტომბერს ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება
- +

30 ოქტომბერი. 2023. 21:25

ევროპის მოედანზე დაგეგმილი ღონისძიების გამო, 30 ოქტომბრის 23:00 საათიდან 31 ოქტომბრის 15:00 საათამდე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდის და მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით.

 

 

ავტომობილები იმოძრავებენ გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევით, ღვინის აღმართის მიმართულებით, ასევე, ევროპის მოედნიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში ჩამსვლელ პანდუსზე.

 

 

ამავე პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაც. კერძოდ, N350, N371, N345, N301, N331 ავტობუსები ევროპის მოედნის გავლის ნაცვლად, კოტე აფხაზის ქუჩის საშუალებით, თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილდებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner