"თავიდან ბოლომდე დეტალების დონეზე ჩართული იყვნენ ევროკომისიის წარმომადგენლები, მათ შორის საელჩოს წარმომადგენლები ამ კანონპროექტის შემუშავებაში," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თავიდან ბოლომდე კონსულტაციების რეჟიმში შემუშავდა და დამტკიცდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი.
„უხამსობის ნაწილშიც შესაბამისი ნორმებიც იქნა შეჯერებული ევროკომისიის წარმომადგენლებთან. შესაბამისად, თავიდან ბოლომდე კონსულტაციების რეჟიმში შემუშავდა და დამტკიცდა ეს კანონპროექტი, რომელიც არის დღეს გაგზავნილი პრეზიდენტთან ხელმოსაწერად. თავიდან ბოლომდე ყველა დეტალი იყო შეთანხმებული და გავლილი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, - განაცხადა კობახიძემ.