logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სერიოზულად ვერ მოვეკიდებით სააკაშვილის განცხადებას, მაგრამ თუ აქვს ინფორმაცია დანაშაულთან დაკავშირებით, ეთანამშრომლოს საგამოძიებო სტრუქტურებს
- +

30 ოქტომბერი. 2023. 21:54

"ხელისუფლების გადატრიალების მცდელობით რომელი ძალები არიან დაინტერესებულნი და ვინ ფიქრობს ამაზე, ყველამ კარგად იცის. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, მას ჰქონია ინფორმაცია დანაშაულთან დაკავშირებით და უნდა ეთანამშრომლოს შესაბამის ორგანოებს, თუ მას ამოძრავებს სახელმწიფო ინტერესები," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

მისი თქმით, სააკაშვილს დიდი პასუხისმგებლობა არ აქვს საკუთარი განცხადებების მიმართ.

 

 

„ჩვენ ვიცით, მიჩვეულები ვართ მისგან, რომ ძალიან მარტივად აკეთებს ხოლმე განცხადებებს, დიდი პასუხისმგებლობა არ აქვს ამ კაცს საკუთარი განცხადებების მიმართ. აქედან გამომდინარე, სერიოზულად ვერ მოვეკიდებით ასეთ განცხადებას, მაგრამ თუ აქვს ინფორმაცია დანაშაულთან დაკავშირებით, კეთილი ინებოს და ეთანამშრომლოს საგამოძიებო სტრუქტურებს“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს ქვეყანა უნდა იყოს მობილიზებული, რადგან საფრთხის ქვეშ იმყოფება. სააკაშვილის თქმით, საქართველოში შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რის გამოც „სამოქალაქო თავდაცვისთვის“ ცხელი ხაზის შექმნა სურს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner