logo_geo
eng_logo
ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
- +

30 ოქტომბერი. 2023. 22:18

"ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკის საკითხებზე პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა," - ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, კომიტეტის წევრმა, ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ მოკვლევის პირველ ეტაპზე, ჯგუფში შემოსულ წერილობით მოსაზრებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირისგან სულ 45 წერილობითი მოსაზრება მიიღეს, რომელიც გადამუშავდება და დოკუმენტის საბოლოო ტექსტში აისახება.

 

 

მანვე შეხვედრის მონაწილეებს სამუშაო პროცესში ჩართულობისთვის და წარმოდგენილი რეკომენდაციებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

თემატური მოკვლევის ფარგლებში საკმაოდ მოცულობითი და საინტერესო წერილობითი ინფორმაცია მივიღეთ. დღევანდელ შეხვედრაზე, ზეპირი მოსმენის ფორმატში, გავეცნობით თუ რა მოსაზრებები და მიგნებები აქვთ სამუშაო პროცესის მონაწილეებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო დოკუმენტის მომზადებამდე, რომელიც შემდგომ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს წარედგინება, სრულად აისახოს ის რეკომენდაციები და მოსაზრებები, რომლებზეც ერთობლივად შევჯერდებით. დოკუმენტის მიღების შემდეგ კი, თემატური ჯგუფის წევრები, მისი იმპლემენტაციის პროცესს აქტიურად დავაკვირდებით“, - განაცხადა თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა გივი მიქანაძემ.

 

 

თემატური მოკვლევის - „ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები“ ჯგუფში გივი მიქანაძესთან ერთად პარლამენტის წევრები: ეკა სეფაშვილი და ზაზა ლომინაძე შედიან.

 

 

თემატური მოკვლევის ზეპირ მოსმენას იუსტიციის, შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, ფინანსთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები დაესწრნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner