logo_geo
eng_logo
კონსერვატორიის რექტორის მოვალეობას გიორგი შავერზაშვილი შეასრულებს
- +

31 ოქტომბერი. 2023. 00:11

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მას შემდეგ, რაც კონსერვატორიის რექტორს, ქალბატონ ნანა შარიქაძეს, უფლებამოსილების ვადა ისე ამოეწურა, რომ ახალი რექტორის არჩევა ვერ მოხერხდა, კონსერვატორია ვალდებული იყო, გამოეცხადებინა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის შესარჩევი კონკურსი და 21 ოქტომბრიდან 14 დღის განმავლობაში აერჩია რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, გიორგი შავერზაშვილი, რამდენიმე ათეული წელია, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქმიანობს.

 

 

„ის არის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიური და სადისერტაციო საბჭოების წევრი, შესაბამისად, კარგად არის ინფორმირებული კონსერვატორიის ამჟამინდელი მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ.

 

 

კულტურის სამინისტრო ულოცავს ბატონ გიორგის წარმატებას, უცხადებს მას ნდობას და გამოთქვამს იმედს, რომ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, უნივერსიტეტის მართვა კონსერვატორიისა და სასწავლო პროცესის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად განხორციელდება.

 

 

შეგახსენებთ: 2023 წლის 21 ოქტომბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორს, ქალბატონ ნანა შარიქაძეს, უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

 

 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მისი ხელმძღვანელობისას ვერ მოხერხდა ახალი რექტორის არჩევა, რადგან კონსერვატორიამ აირჩია სამინისტროსთან, როგორც კონსერვატორიის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ უწყებასთან, კონფრონტაციის გზა, რაც სასამართლოში კონსერვატორიის მარცხით დამთავრდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner