logo_geo
eng_logo
ნეთანიაჰუ: ისრაელი არ დათანხმდება საომარი მოქმედებების შეწყვეტას
- +

31 ოქტომბერი. 2023. 00:32

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ დათანხმდება საომარი მოქმედებების შეწყვეტას.

 

 

"ისრაელი არ დათანხმდება საომარი მოქმედებების შეწყვეტას 7 ოქტომბრის საშინელი თავდასხმების შემდეგ. მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არის მოწოდება, რომ ისრაელი დანებდეს "ჰამასს", დანებდეს ტერორს, დანებდეს ბარბაროსობას. ასე არ მოხდება", - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

 

 

ნეთანიაჰუს თქმით, მეორე მსოფლიო ომის დროს პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ, შეერთებულ შტატებს არავინ მოუწოდებდა ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებას.

 

 

"7 ოქტომბრიდან ისრაელი ომშია. ისრაელს ეს ომი არ დაუწყია. ისრაელს არ სურდა ეს ომი. მაგრამ ისრაელი მოიგებს ამ ომს", - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner