logo_geo
eng_logo
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელს შეუძლია "ჰამასისა" და სხვა ტერორისტული ჯგუფების მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლება
- +

31 ოქტომბერი. 2023. 00:53

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელის ძალების მიერ "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი ისრაელელი ჯარისკაცის გათავისუფლება ადასტურებს, რომ ისრაელს შეუძლია "ჰამასისა" და სხვა ტერორისტული ჯგუფების მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლება.

 

 

"ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია მივწვდეთ მძევლებს, ეს ხაზს უსვამს სახმელეთო ოპერაციის მნიშვნელობას და, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ერთგულებას თითოეული მძევლის მიმართ", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

ისრაელის თავდაცვის ძალებმადა ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც განაცხადეს "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი ისრაელელი ჯარისკაცის გათავისუფლების შესახებ.

 

 

გავრცელებული განცხადების თანახმად, რიგითი ორი მეგიდიში 7 ოქტომბერს მძევლად აყვანის შემდეგ ისრაელის ძალების სახმელეთო ოპერაციის დროს გაათავისუფლეს.

 

 

"ჯარისკაცს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, თავს კარგად გრძნობს და შეხვდა ოჯახს. ისრაელის ძალები გააგრძელებენ ყველაფერს, რაც საჭიროა მძევლების გასათავისუფლებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner