„მოლოდინი ჩვენი არის ძალიან პოზიტიური, იგივე მოლოდინი აქვთ ჩვენ ოპონენტებს, თუმცა ამაში მათთვის არაფერი პოზიტივი არ დევს, მთავარი გეგმა ეშლებათ და რიტორიკაც ამიტომ შეცვალეს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ყველას უნდ აახსოვდეს მთავარი ფორმულა,, რაც შემოგვთავაზა რადიკალურმა ოპოზიციამ, არანაირად არ დაუშვათ რომ მიიღოს ''ქართული ოცნების'' პირობებში საქართველომ კანდიდატის სტატუსი, რათა ეს გახდეს საწყისი რევოლუციური პროცესების განვითარებისთვის. ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ ეს მათი მოგონილი, მათი მითი და ლეგენდა არანაირად არ დასტურდება, არანაირი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთს არ აქვს, აუაროს გვერდი დაწესებულ სანქციებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.