logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტზე: რეალურად, მას აქვს ოპოზიციური დღის წესრიგი
- +

31 ოქტომბერი. 2023. 10:30

 

 

რეალურად, მას აქვს ოპოზიციური დღის წესრიგი, მას სურს რომ იმავდრულად ის ითვლებოდეს და აღიქმებოდეს საზოგადოების თვალში როგორც პროევროპელი და ევროპისთვის მოწადინებული პოლიტიკოსი და იმავდროულად თან აკეთოს ის საქმეები, რომელიც ხელს შეუშლის და წარუმატებელს გახდის ხელისუფლებას, რომ ამაზე ხელი მოითბოს მოგვიანებით“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

რაც შეეხებაინტერვიუებს და საქართველოს ლანძღვას, გასაგებია ხელისუფლების ლანძღვა, მაგრამ საქართველოს ლანძღვა, ეს ამხელს მათ შორის პრეზიდენტს, რომელიც ლაპარაკობს საზოგადოებასთან რომ თითქოს ის მხარს უჭერს და ცდილობს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მოუპოვოს. კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად რომ ასეთი რიტორიკა გამოსაყენებლი არ არის, მემგონი, ყველა კარგად ხვდება”, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

სალომე ზურაბიშვილი არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრს, ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაცია სურს. სალომე ზურაბიშვილისმა ეს განცხადება ამერიკული ტელეკომპანიის ''სიბიესის'' ეთერში გააკეთა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner