„ჩვენ გვაქვს ევროპულ სტანდარტებთან უფრო დაახლოებული კანონი და ალბათ, უმჯობესია ამაზე თავი შეიკავონ, აღიარონ, რომ შეცდომა დაუშვეს ოპოზიციაში და ნუ მოუწოდებენ პრეზიდენტს გააგრძელოს შეცდომით სვლა“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, "მაუწყებლობის შესახებ" კანონზე კომენტირებისას განაცხადა.
„ოპოზიციამ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით უკვე დაუშვა სერიოზული შეცდომა. არ ვიცი არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ თუ უბრალოდ არ წაიკითხეს, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი აღმოჩნდნენ იმ მდგომარეობაში, როდესაც დაუპირისპირდნენ არა ხელისუფლებას, არამედ დაუპირისპირდნენ ევროკავშირს”, - განაცხადა სარჯველაძემ.