რეჟისორ გიორგი შენგალაიას განცხადებით საზოგადოებას „ტვინი აქვს გამოსარეცხი" რადგან დღეს მედია სივრცე უხარისო მუსიკას და ტელე შოუებს უკავია.
„შოუები, პოპ-მუსიკა და ჯაჯანიძეები... ეს ყველაფერი უნდა ამოირეცხოს.
საუბარი იმაზე, რომ ხალხს ჯერ უნდა ვაჭამოთ და შემდეგ ვიფიქროთ კულტურაზე, არ არის სწორი მოსაზრება. კულტურა უნდა მიყვებოდეს ნებისმიერ სახელმწიფოს განვითარებაში.
ხალხს უნდა აჭამო კიდეც და უნდა კიდევაც გაურეცხო ტვინი!"- განაცხადა გიორგი შენგელაიამ.
გიორგი შენგალაიას განცხადებით ახალგაზრდობას და საზოგადოებას ტვინი აქვს გამოსარეცხი.
„პოპ მუსიკა, შოუები, ეს ჯაჯანიძეები, უნდა გამოირეცხოს. ამის ადგილი უნდა დაიკავოს კლასიკურმა მუსიკამ, კარგმა თეატრმა, კარგმა მხატვრობამ და ა.შ."- განაცხადა რეჟისორმა.