logo_geo
eng_logo
9 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა
- +

31 ოქტომბერი. 2023. 11:35

 

 

2023 წლის I-III კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან)  მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 3.251.651.900 აშშ დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 25.9%-ით აღემატება (+668.812.328 აშშ დოლარი). 2022 წელთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 734.468.385 (+29.2%) აშშ დოლარით.

 

2023 წლის III კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 1.447.121.966 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 28.4% ზრდაა, 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 72.468.664 (+5.3%) აშშ დოლარით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner