logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოების გარდა, ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ, რომ საქართველოს სამწუხაროდ ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც გავიდა საკონსტიტუციო წესრიგის სფეროდან
- +

31 ოქტომბერი. 2023. 11:53

 

ეს ინტერვიუ კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, თუ რატომ არ აძლევდა საქართველოს მთავრობა თანხმობას პრეზიდენტს უცხოეთში ვიზიტებთან დაკავშირებით, სადაც ის პრაქტიკულად აშავებს საქართველოს და კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოების გარდა, ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ, რომ საქართველოს სამწუხაროდ ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც გავიდა საკონსტიტუციო წესრიგის სფეროდან“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

სალომე ზურაბიშვილმა CBS-ის კითხვას: არის თუ არა დაინტერესებული პრემიერ-მინისტრი ევროკავშირში გაწევრიანებით“ ასე უპასუხა: „ეს ის კითხვაა, რომელსაც მთელი მოსახლეობა სვამს, მართლა უნდა თუ მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავს მხარდაჭერას“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner