„ეს ინტერვიუ კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, თუ რატომ არ აძლევდა საქართველოს მთავრობა თანხმობას პრეზიდენტს უცხოეთში ვიზიტებთან დაკავშირებით, სადაც ის პრაქტიკულად აშავებს საქართველოს და კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოების გარდა, ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ, რომ საქართველოს სამწუხაროდ ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც გავიდა საკონსტიტუციო წესრიგის სფეროდან“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა CBS-ის კითხვას: „არის თუ არა დაინტერესებული პრემიერ-მინისტრი ევროკავშირში გაწევრიანებით“ ასე უპასუხა: „ეს ის კითხვაა, რომელსაც მთელი მოსახლეობა სვამს, მართლა უნდა თუ მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავს მხარდაჭერას“.