logo_geo
eng_logo
სიმონ კილაძე: პარტიიდან პარტიაში ხტუნვით პოლიტიკოსი შეურაცხყოფას მხოლოდ საკუთარ თავს აყენებს!
- +

10 სექტემბერი. 2016. 00:08


 

ანალიტიკოსი სიმონ კილაძე წინასაარჩევნოდ მომრავლებული პარტიებისა და გადაწყობების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:


„მე მგონია, რომ პარტიიდან პარტიაში ხტუნვით და მით უმეტეს, სკანდალურად გამოსვლით ადამიანი თუ პოლიტიკოსი შეურაცხყოფას მხოლოდ საკუთარ თავს აყენებს. ეს არის თვითდისკრედიტირება. განა ეს ძნელი მისახვედრია?

 

ცნობილი ჭეშმარიტებაა - სანამ ნაბიჯს გადადგამდე, ასჯერ უნდა დაფიქრდე. გაწევრიანდი პარტიაში? გასაგებია. თუ გონიერი და ჭკვიანი ხარ, დროზე უნდა შეამჩნიო არასასურველი პროცესი და ასევე დროულად უნდა განაცხადო. ახლა რა გამოდის? თუ ხედავდი პარტიის ლიდერის "გამყიდველურ" პოზიციას, რატომ იყავი ჩუმად?"- აღნიშნავს კილაძე. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner