logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: აშშ-ის ახალი ელჩით უკვე უკმაყოფილო „ნაცმოძრაობის“ მარიონეტი არასამთავრობოები პარაზიტულად ეცდებიან მის დამუნათებას
- +

31 ოქტომბერი. 2023. 12:32

 

 

„რობინ დანიგანი და სხვა ამერიკელი დიპლომატები იმ კალიბრის არ არიან, რომ „ნაცების“ ვასალების „საბულინგო“ იყვნენ“,  - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

გია აბაშიძე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ მდიდარი „ენჯეობის“ მიზანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არასასურველი გაუგებრობის შენარჩუნებაა. აბაშიძემ აღნიშნა, რომ "ნაცმოძრაობის" მარიონეტი არასამთავრობოები პარაზიტულად ეცდებიან აშშ-ის ახალი ელჩის, რობინ დანიგანის   დამუნათებას.

 

„აშშ-ის ახალი ელჩით უკვე უკმაყოფილო „ნაცმოძრაობის“ მარიონეტი არასამთავრობოები პარაზიტულად ეცდებიან მის დამუნათებას. თუმცა, რობინ დანიგანი და არც სხვა ამერიკელი დიპლომატები იმ კალიბრის არ არიან, რომ „ნაცების“ ვასალების „საბულინგო“ იყვნენ“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner