„რობინ დანიგანი და სხვა ამერიკელი დიპლომატები იმ კალიბრის არ არიან, რომ „ნაცების“ ვასალების „საბულინგო“ იყვნენ“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
გია აბაშიძე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ მდიდარი „ენჯეობის“ მიზანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არასასურველი გაუგებრობის შენარჩუნებაა. აბაშიძემ აღნიშნა, რომ "ნაცმოძრაობის" მარიონეტი არასამთავრობოები პარაზიტულად ეცდებიან აშშ-ის ახალი ელჩის, რობინ დანიგანის დამუნათებას.
„აშშ-ის ახალი ელჩით უკვე უკმაყოფილო „ნაცმოძრაობის“ მარიონეტი არასამთავრობოები პარაზიტულად ეცდებიან მის დამუნათებას. თუმცა, რობინ დანიგანი და არც სხვა ამერიკელი დიპლომატები იმ კალიბრის არ არიან, რომ „ნაცების“ ვასალების „საბულინგო“ იყვნენ“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.