logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: როდესაც ნებისმიერი ორგანიზაცია ეუბნება პოტენციურ სამართალდამრღვევს, რომ შენთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობას, თუ რამეს ჩაიდენ, მე ავიღებ საკუთარ თავზე - ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლის პირდაპირი მცდელობა
- +

31 ოქტომბერი. 2023. 12:38

 

 

როდესაც ნებისმიერი ორგანიზაცია თუ ადამიანი ეუბნება პოტენციურ სამართალდამრღვევს, რომ შენთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობას, თუ რამეს ჩაიდენ, მე ავიღებ საკუთარ თავზე - იქნება ეს ფინანსური თუ სხვა, ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლის პირდაპირი მცდელობა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

 

მისივე თქმით, აკეთებენ ის ორგანიზაციები, რომლებიც ფულს უხდიან სამართალდამრღვევს.

 

როდესაც ნებისმიერი ორგანიზაცია თუ ადამიანი ეუბნება პოტენციურ სამართალდამრღვევს, რომ შენთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობას, თუ რამეს ჩაიდენ, მე ავიღებ საკუთარ თავზე - იქნება ეს ფინანსური თუ სხვა, ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლის პირდაპირი მცდელობა. ამას აკეთებენ ის ორგანიზაციები, რომლებიც ფულს უხდიან სამართალდამრღვევს. სასჯელი, გარკვეული სახდელის თუ ნებისმიერი სანქციის პრევენციული მხარე თუ იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა პირადად არ უნდა იფიქროს სამართალდარღვევაზე, იმიტომ რომ მას დაეკისრება გარკვეული სანქცია, ამ სანქციის მოხსნა, ამ შემთხვევაში - ჯარიმის გადახდა, ნიშნავს, რომ კანონებისა და სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგის უგულებელყოფას და პირდაპირ მტრობას“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner