logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ვინაიდან, ერთი ათად გაიზარდა კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი, ძალადობრივ რევოლუციურ გეგმებს ვეღარ განახორციელებენ, ამიტომ, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის სწრაფად მიღების აუცილებლობაც აღარ არის
- +

31 ოქტომბერი. 2023. 12:47

 

 

ყოველგვარი მიკიბ მოკიბვის გარეშე, ვჩქარობდით, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდით ძალადობრივი რევოლუციის გეგმების შესახებ, მათ შორის თქვენც დარწმუნდით ამაში, როდესაც კანვასის ლიდერების მიერ ჩატარებული ტრენინგები ვნახეთ“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა.

 

თუმცა, ვინაიდან ერთი ათად გაიზარდა კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი, ესე იგი ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს პრაქტიკული თვალსაზრისით ეს ადამიანები ვერ განახორციელებენ. ამიტომ, ამ კანონის სწრაფად მიღების და ძალაში შესვლის აუცილებლობაც აღარ არის, თუმცა ვეტო დასაძლევია, რადგან მომავალში რა გამოწვევები იქნება და რას მოიფიქრებენ, კაცმა არ იცის“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner