რეჟისორ გიორგი შენგელაიას განცხადებით პარლამენტის უკიდურესად გაახალგაზრდავება არ შეიძლება, რადგან ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა უფროსი პოლიტიკოსებისგან უნდა ისწავლონ ბევრი რამ.
„პარლამენტში უნდა ისხდნენ ჭაღარა და ახალგაზრდა ხალხი, ხოლო ახალგაზრდებმა უნდა ისწავლონ იმ ჭაღარებისგან. ეს არის ევოლუციური პროცესი, რომ შემდეგ ისინი გაჭაღარავდებიან და ისინი ასწავლიან ახალგაზრდებს.
ჩვენთან უკიდურესობაში ვადრებიან- მოდით გავაახალგაზრდაოთ პარლამენტი! ეს მკაფიო ნაბიჯია. მე ამას არ ვეთანხმები და ვერც ვერავინ გადამარწმუნებს."- განაცხადა შენგელაიამ გადაცემაში „პრიორიტეტი".