„არც მანამდე გვეპარებოდა ეჭვი, რომ ყველა გარე აქტორი, ვინც კი სააკაშვილს პოლიტიკური სარჩულით იცავს, ამას ფინანსური უზრუნველყოფის სანაცვლოდ აკეთებს, თუმცა, ძალიან კარგია, როდესაც საკუთარი კანონმდებლობა გააშკარავებს ლობიზმსა და მიკერძოებულობაში“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
ზურაბ ქადაგიძის განმარტებით, მსგავსი ფაქტები დასავლეთის მიმართ ისედაც მორყეულ ნდობას კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის.
„თურმე რატომაა ისტერიაში ჩავარდნილი… ამერიკული ფედერალური აქტის მიხედვით, ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, სააკაშვილის გლახა გამხდარა და გიულის ჯიბეზე „ბრელოკივითაა“ დაკიდებული… არც მანამდე გვეპარებოდა ეჭვი, რომ ყველა გარე აქტორი, ვინც კი სააკაშვილს პოლიტიკური სარჩულით იცავს, ამას ფინანსური უზრუნველყოფის სანაცვლოდ აკეთებს, თუმცა ძალიან კარგია, როდესაც საკუთარი კანონმდებლობა გააშკარავებს ლობიზმსა და მიკერძოებულობაში. სამწუხარო ისაა, რომ ასეთი ფაქტები დასავლეთის მიმართ ისედაც მორყეულ ნდობას სულ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის და საზოგადოებაში ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.