საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ჩინეთში ვიზიტისას ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ჭორია.
„რაიმე სახის შეხვედრაზე ყოფნა ლევან დავითაშვილისა ვლადიმერ პუტინთან, რასაც თქვენ ბრძანებთ, არის ჭორი, არ შეესაბამება სინამდვილეს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.