logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე: იცით, ხალხი რას აპროტესტებს? ეს ადამიანი ციხეშია, სასჯელს იხდის თუ სანატორიუმში უნდა იყოს და ისვენებდესო?
- +

31 ოქტომბერი. 2023. 13:11

 

 

იცით, ხალხი რას აპროტესტებს? ეს ადამიანი ციხეშია, სასჯელს იხდის თუ სანატორიუმში უნდა იყოს და ისვენებდესო?, - ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განუცხადა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის ვალდებულება კი არა არის ციხეში ვინმეს შეშვება ან არ შეშვება, არამედ ეს არის დისკრეციული უფლებამოსილება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლია შეუშვას ან არ შეუშვას. იქ რომ სასტუმრო გახდა ერთი პერიოდი და რამდენიმე ასეული სტუმარი ჰყავდა სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულების ჩამდენ პატიმარ სააკაშვილს, ეს მაინც და მაინც არ ჰგავდა სასჯელის მოხდის ფორმას. უფრო ნაცმოძრაობის შტაბ-ბინას ჰგავდა და მისი ბელადის, რომელსაც სიცოცხლეშივე გაუხსნეს მავზოლეუმი. მავზოლეუმის დირექტორი დადის ახლა სოფელ-სოფელ და საოცრებებს ლაპარაკობს. სხვები ბოლშევიკურ შავ სიებს ადგენენ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner