logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ამერიკული FARA-ს მორიგი მხილება - აშშ-ში საკუთარი ბინძური პროპაგანდის ტირაჟირებაში მიხეილ სააკაშვილი და ჩეკისტი ბიძამისი თემურ ალასანია კვლავ უამრავ ფულს ხარჯავენ
- +

31 ოქტომბერი. 2023. 13:45

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგევრდზე, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გამოქვეყნებულ მორიგ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

მისი თქმით, მხოლოდ 6 თვეში, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ბიძამ, თემურ ალასანიამ, 96 ათას დოლარზე მეტი გადაიხადეს საქართველოს „გაშავებაში“, რასაც გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასახული ინფორმაცია ადასტურებს.

 

„ამერიკული FARA-ს მორიგი მხილება. აშშ-ში საკუთარი ბინძური პროპაგანდის ტირაჟირებაში მიხეილ სააკაშვილი და ჩეკისტი ბიძამისი თემურ ალასანია კვლავ უამრავ ფულს ხარჯავენ. საკითხავია, საიდან? მხოლოდ 6 თვეში $96 393. ეს რაც რეგისტრირებულია და კიდევ რამდენი ბინძური თანხაა გადახდილი საქართველოს „გაშავებაში“.

 

ბმულში დეტალურად ნახავთ ნაცრეჟიმის არქიტექტორთა ჰიპერაქტიურობას ამერიკულ პოლიტიკურ მედიასივრცეში“, - წერს გია აბაშიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner