logo_geo
eng_logo
ეკა სეფაშვილი: იმედი გვაქვს, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკასთან ურთიერთობა ისე წარიმართება, როგორც ეს პარტნიორებს შეეფერება
- +

31 ოქტომბერი. 2023. 14:03

 

 

„მდიდარი ენჯეოები საქართველოში ყოველგვარ დადებით მოვლენას ეწინააღმდეგებიან“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ე.წ. მდიდარი ენჯეოები დირექტივებს „გლობალური ომის პარტიისგან“ იღებენ და შესაბამისად მოქმედებენ.

 

„მდიდარი ენჯეოების ქმედებებით არაერთხელ დავრწმუნდით, რომ კოორდინირებულები არიან „გლობალური ომის პარტიასთან“ და დირექტივებს მათგან იღებენ. ისინი საქართველოში ყოველგვარ დადებით მოვლენას ეწინააღმდეგებიან.

 

როგორც იცით, აშშ-მა საქართველოში ახალი ელჩი გამოაგზავნა და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკასთან ურთიერთობა ისე წარიმართება, როგორც ეს პარტნიორებს შეეფერება - თანაბარუფლებიანობის პრინციპებზე დაყრდნობითა და ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner