logo_geo
eng_logo
კახა კალაძე თანამდებობას ტოვებს – „დღეიდან მე არ ვარ თქვენი მინისტრი“
- +

10 სექტემბერი. 2016. 00:37



კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


კალაძე უწყების თანამშრომლებს დაემშვიდობა, რომლებიც მას ტაშით შეხვდნენ.


დღევანდელი დღე მაგონებს იმ დღეს, როცა პირველად მოვედი სამინისტროში და ყველა ასე შეკრებილი დამხვდა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს. ბევრი პროექტი განვახორციელეთ და მეამაყება თითოეული მათგანი. ბევრი პროექტი განვახორციელეთ ქვეყნის საკეთილდღეოდ და კიდევ ბევრი მიმდინარეობს. ჩემს ცხოვრებაში ბევრი სახლი გამოვიცვალე, ენერგეტიკის სამინისტრო ჩემი სახლია. დღეიდან მე არ ვარ თქვენი მინისტრი", - მიმართა კალაძემ თანამშრომლებს.


შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე მმართველი გუნდის პარტიულ სიაში მე-2 ნომერია, კანონმდებლობის მიხედვით კი, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner