„სალომე ზურაბიშვილს უნდოდა, რომ თუკი რაიმე პოზიტიური მოხდებოდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ყველაფერი თავის თავზე მიეწერა“, - ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„გადაძახილები მიდის ჩვენ, პოლიტიკოსებს შორის - ჩვენ გვინდა, ამას არ უნდა. ეუბნებიან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ქართული საზოგადოება, ქართველი ხალხი ირჩევს ხელისუფლებას, რომელიც არის პრორუსული. ეს არის ყველაზე დამაზიანებელი მესიჯი“, - ამბობს მდინარაძე.