logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე FARA-ს დოკუმენტზე: „ნაცების“ ფულზე შემჯდარ ბევრ ცნობილ და საინტერესო პერსონას აღმოაჩენთ, კინზინგერიდან დაწყებული მაკ-კეინით დამთავრებული
- +

31 ოქტომბერი. 2023. 15:55

 

 

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გამოქვეყნებულ 2016 წლის დოკუმენტებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებულ ლობისტებზეც არის ინფორმაცია,  სოციალურ ქსელში აფასებს.

 

ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება, თუ რამდენად დიდი იყო ლობისტური კამპანიის მასშტაბები, ვინაიდან, ლობისტების სიაში ისეთი ცნობილი პირების გვარები ფიქსირდება, როგორიც ჯონ მაკ-კეინი და ადამ კინზინგერია.

 

„ეს FARA-ს 2016 წლის მონაცემებია, „ნაცმოძრაობის“ მიერ აშშ-ში წარმოებული ლობისტურ (იკითხე მოსყიდვის) კამპანიაზე. თქვენ ნახავთ რა ფართოდ ჰქონდათ გაშლილი საცეცები აშშ-ის სხვადასხვა სტრუქტურებში, ხალხის ჯიბეებიდან ამოცლილი ფულის ხარჯზე.

 

სხვათაშორის, „ნაცების“ ფულზე შემჯდარ ბევრ ცნობილ და საინტერესო პერსონას აღმოაჩენთ, კინზინგერიდან დაწყებული მაკ-კეინით დამთავრებული

 

ჩაიკითხეთ ბოლომდე!

 

P.S. ახლახან ადამ კინზინგერმა მისი პოლიტიკური მოგონებების წიგნი გამოსცა და ალბათ საქართველოზე ბევრი ექნება მოსაგონარი“, - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

 

https://efile.fara.gov/docs/6132-Supplemental-Statement-20161028-10.pdf?fbclid=IwAR0vi5Bdf5xYvC8IE3NuVMr5NoVuQXotrPCMFfSoCCojFxpXPEfaG1PqNxE

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner