„ლიბერთი“, 1 ნოემბრიდან, მომხმარებლებს არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებს 4 წლამდე ვადით შესთავაზებს.
ახალი სესხის აღებისას, ასევე სხვა ბანკიდან გადმოტანის და რეფინანსირების შემთხვევაში, მომხმარებლები ახალი პირობებით ისარგებლებენ.
აღსანიშნავია, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ხელმისაწვდომი ლიმიტი გაიზარდა 80 000 ლარამდე.
სასურველი თანხის მიღებას, მომხმარებლები კონკურენტული საპროცენტო განაკვეთით - ნომინალური 9,9% - დან და ეფექტური 15,8% -დან შეძლებენ.
სამომხმარებლო სესხის მისაღებად, ბანკში შემოსავლების დადასტურების მარტივი პროცესი ხელმისაწვდომია როგორც არსებული, ასევე ახალი მომხმარებლებისთვის. სახელფასო კლიენტები კი სასურველი თანხის დამტკიცებას ან არსებულ სესხზე თანხის დამატებას ინტერნეტ და მობაილ ბანკიდან, სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.