სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე შესაძლოა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდეს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, თანამშრომლობა დავით კირვალიძეს უკვე შესთავაზა.
"დავით კირვალიძე არის ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალი. მქონდა მასთან საუბარი მინისტრთა კაბინეტში შესაძლო დაბრუნების თაობაზე. მას დღეს უჭირავს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პოზიცია, აქვს კონკრეტული მიმართულებები ჩაბარებული და ამ მიმართულებებიდან მისი გამოსვლა რთულია. რაც შეეხება მომავალ თანამშრომლობას, შევთავაზე, დაეკავებინა სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიცია. არ არის გამორიცხული, რომ ამ მხრივ გაგვიწიოს დახმარება. მასთან აუცილებლად გვექნება პარტნიორობა ამა თუ იმ ფორმით",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.