logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: NATO-ს ასამბლეაზე საქართველოს საკითხი როცა გადიოდა, თეონა აქუბარდია არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა, გაქცეული იყო შოპინგზე ან „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა
- +

31 ოქტომბერი. 2023. 16:22

 

 

NATO-საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საკითხი როცა გადიოდა, თეონა აქუბარდია არცერთხელ დარბაზში არ მჯდარა, გაქცეული იყო შოპინგზე ან „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პარლამენტში განაცხადა.

 

ირაკლი ბერაიას თქმით, თეონა აქუბარდიას „ტყუილების თქმა წესად ექცა“.

 

უნდა გამოვეხმაურო სამარცხვინო ტყუილს, რაც წესად ექცა თეონა აქუბარდიას. ჯერ თქვა, რომ NATO-საპარლამენტო ასამბლეაზე მე და ჩემმა კოლეგებმა მხარი არ დავუჭირეთ საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას, თურმე დარბაზში არ ვიყავით და ამით პუტინის დავალება შევასრულეთ. ეს იყო ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია. მან ძალიან კარგად იცის, რომ ქართული დელეგაცია NATO-საპარლამენტო ასამბლეაში არცერთ გადაწყვეტილებას არ აძლევს ხმას, რადგან ჩვენ არ ვართ NATO-წევრი სახელმწიფო. თეონა აქუბარდია არაერთხელ არის ნამყოფი NATO-საპარლამენტო ასამბლეაზე და როცა ყოფილა შესწორება ანგარიშებში თუ რეზოლუციებში და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არცერთხელ დარბაზში არ მჯდარა. გაქცეული იყო შოპინგზე ან, მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა. საკუთარი თავისთვის არასოდეს მიმიცია იმის უფლება, რომ მტრების დავალების შესრულებაში მისთვის ბრალი დაგვედო“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner