logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გვაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება სალომე ზურაბიშვილის, ლომჯარიას და გახარიას ერთობლივი პარტიის ჩამოყალიბება. 5%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ
- +

31 ოქტომბერი. 2023. 17:00

 

 

„თუ პრეზიდენტი განაგრძობს  კონსტიტუციის დარღვევას, ამაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება, გავაკეთებთ შესაბამის განცხადებებს“, - განუცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის იგეგმება ზურაბიშვილის, ლომჯარიას და გახარიას ერთობლივი პარტიის ჩამოყალიბება.

 

„რაც შეეხება მის შესაძლო პოლიტიკურ გააქტიურებას, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგეგმება მისი, ლომჯარიას და გახარიას ერთობლივი პარტიის ჩამოყალიბება საპარლამენტო არჩევნებისთვის.  ესეც მათი საქმეა, საბოლოო ჯამში ამ პარტიასაც არ აქვს არავითარი წარმატების შანსი. რა თქმა უნდა, ისინი 5%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ“,  - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner