გლდანის რაიონის გამგეობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, გიორგიწმინდის დასახლებაში, იმერეთის ქუჩისა და ჩიხების კეთილმოწყობას ასრულებს.
სამუშაოების შედეგად, 5 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იგება. აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 300 000 ლარამდე დაიხარჯება.
გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.