logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: არ იყო მოსაწონი რაღაც ფრაზები ჩვენი მეგობრების, თანაგუნდელების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რას მოჰყვა ეს ყველაფერი. ყველას მოეთხოვება დაიცვას ეთიკა, კულტურა
- +

31 ოქტომბერი. 2023. 17:25

 

 

არ იყო მოსაწონი რაღაც ფრაზები ჩვენი მეგობრების, თანაგუნდელების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რას მოჰყვა ეს ყველაფერი. ყველას მოეთხოვება დაიცვას ეთიკა, კულტურა და მათ შორის ტყუილებით და შეურაცხყოფებით არ გამოიწვიოს სხვა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

 

ნამდვილად არ იყო მოსაწონი ის რეაქციები, რაც მეორე მხრიდან [ოპოზიციიდან] სერიოზულ პროვოკაციებს მოჰყვა, მაგრამ ეს შედარებით მეორეხარისხოვანი ხდება როდესაც ეთიკის რაღაც ნორმები ირღვევა და ცოტა ზედმეტი მოგვდის ხოლმე. ეს უნდა ვაღიაროთ კიდევ და მგონია, რომ ჩვენი თანაგუნდელები, ეს ემოციური ფონი რომ ცოტა ჩაცხრება, ამას გააკეთებენ [აღიარებენ ეთიკის ნორმების დარღვევას], ამაში დარწმუნებული ვარ. არ იყო მოსაწონი რაღაც ფრაზები ჩვენი მეგობრების, თანაგუნდელების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რას მოჰყვა ეს ყველაფერი. ყველას მოეთხოვება დაიცვას ეთიკა, კულტურა და მათ შორის ტყუილებით და შეურაცხყოფებით არ გამოიწვიოს სხვა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი", „ქართული ოცნების“ დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს „ბანძი“ უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ“, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner