logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინისა და მოლდოვის არასამთავრობო სექტორი უპირობოდ ადვოკატირებს ამ ქვეყნების ევროკავშირში წევრობას, ჩვენთან კი არასამთავრობო სექტორმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს სტატუსი არ მიეღო
- +

31 ოქტომბერი. 2023. 18:06

 

 

უკრაინისა და მოლდოვის არასამთავრობო სექტორი უპირობოდ ადვოკატირებს ამ ქვეყნების ევროკავშირში წევრობას. ამის ფონზე ჩვენი არასამთავრობო სექტორი თვითონ წერს წინაპირობებს, რაც შეიძლება საქართველოსთვის წაეყენებინა ევროკავშირს“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

არასამთავრობო სექტორს ძალიან დიდი რესურსი აქვს იმ თვალსაზრისით, რომ, რა თქმა უნდა, დემოკრატიულ სამყაროში არასამთავრობო სექტორს აქვს თავისი როლი და წონა. რა ფორმა მიიღო არასამთავრობო სექტორის საქმიანობამ საქართველოში, ეს ცალკე საკითხია, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ არასამთავრობო სექტორს ნამდვილად უსმენენ. უკრაინისა და მოლდოვის არასამთავრობო სექტორი უპირობოდ ადვოკატირებს ამ ქვეყნების ევროკავშირში წევრობას. ამის ფონზე ჩვენი არასამთავრობო სექტორი თვითონ წერს წინაპირობებს, რაც შეიძლება საქართველოსთვის წაეყენებინა ევროკავშირს და გასულ წელს ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, შემდეგ კი შემოეტრიალებინათ ეს ამბავი ისე, თითქოს საქართველოს მთავრობამ რაღაც შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, მაგრამ საზოგადოებაში საკმაოდ ჯანსაღი აღქმა არსებობს ევროკავშირთან დაკავშირებით - როგორი არის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს... დღესაც მქონდა შეხვედრა ახალგაზრდებთან და ბევრად უფრო ჯანსაღი კითხვები ისმება სკოლიდან გუშინ გამოსული ბავშვების მხრიდან, ვიდრე პარლამენტში მსხდომი პოლიტიკოსების მხრიდან“ , - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner