logo_geo
eng_logo
ლიბანის პრემიერი: ვშიშობ, რომ ქაოსმა შეიძლება მოიცვას მთელი ახლო აღმოსავლეთი
- +

31 ოქტომბერი. 2023. 19:20

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ მიკატიმ განაცხადა, რომ ის მუშაობს იმისთვის, რომ მისი ქვეყანა არ იყოს ჩათრეული ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე კონფლიქტში.

 

 

"ჩემს მოვალეობას ვასრულებს, რათა ლიბანი არ შევიდეს ომში", - აღნიშნა ლიბანის მთავრობის მეთაურმა.

 

 

"მე ვერ გამოვრიცხავ ესკალაციას, რადგან არის რბოლა ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, ვიდრე ესკალაცია მთელ რეგიონში გავრცელდება. ვშიშობ, რომ ქაოსმა შეიძლება მოიცვას მთელი ახლო აღმოსავლეთი", - განაცხადა ნაჯიბ მიკატიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner