ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ მიკატიმ განაცხადა, რომ ის მუშაობს იმისთვის, რომ მისი ქვეყანა არ იყოს ჩათრეული ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე კონფლიქტში.
"ჩემს მოვალეობას ვასრულებს, რათა ლიბანი არ შევიდეს ომში", - აღნიშნა ლიბანის მთავრობის მეთაურმა.
"მე ვერ გამოვრიცხავ ესკალაციას, რადგან არის რბოლა ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, ვიდრე ესკალაცია მთელ რეგიონში გავრცელდება. ვშიშობ, რომ ქაოსმა შეიძლება მოიცვას მთელი ახლო აღმოსავლეთი", - განაცხადა ნაჯიბ მიკატიმ.