logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: ახალგაზრდებთან შეხვედრების გამართვას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს - მნიშვნელოვანია მოვისმინოთ რას ფიქრობენ ახალგაზრდები იმ პროცესებზე, რასაც საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადის
- +

31 ოქტომბერი. 2023. 19:40

"საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე ესაუბრა," - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 



მათივე ცნობით, შეხვედრისას, მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე.

 

 

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში გატარებულ რეფორმებს, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობასა და საქართველოს პარლამენტის როლს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დისკუსიის ფარგლებში, ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

 

 

„ახალგაზრდებთან შეხვედრების გამართვას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მნიშვნელოვანია მოვისმინოთ რას ფიქრობენ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები იმ პროცესებზე, რასაც საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადის. როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს, მნიშვნელოვანია მათ გავაცნოთ ჩვენი ხედვა და ასევე, გავიზიაროთ მათი ხედვები, მოსაზრებები და მისწრაფეები, რადგან ეს ყველაფერი კეთდება მომავალი თაობის უკეთეს საქართველოში ცხოვრებისთვის. ახალგაზრდებთან შეხვდრები და დისკუსიები საჭიროა განსაკუთრებით, საკანონმდებლო ორგანოში, რადგან მათ უნდა იცოდნენ სად ხდება მომავლის პოლიტიკის ფორმირება და სად მუშაობენ ის ადამიანები, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ქვეყნის მომავლის შენებაში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 



ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან 2023 წლის 26 იანვრიდან გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების ვიზიტების ორგანიზებას საქართველოს პარლამენტში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner